კრწანისის ველზე და ჟინვალში, 300 არაგველობის ღონისძიება გაიმართება

24 სექტემბერს, ორშაბათს, თბილისში, კრწანისის ველზე და 27 სექტემბერს, ხუთშაბათს, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ჟინვალში, წმინდანად შერაცხული სამასი არაგველობა აღინიშნება.

ღონისძიება იმართება საპატრიარქოსთან არსებული სრულიად საქართველოს საგვარეულო კავშირის ორგანიზებით. წელს დასტურები არიან წოწკოლაურთა საგვარეულოს წევრები, რომლებიც 2019 წლისთვის დასტურობას გადააბარებენ ხარხელაურთა საგვარულოს წევრებს.

ღონისძიება გაიმართება 24(11) სექტემბერს კრწანისის ველზე და 27(14) სექტემბერს ჟინვალში 300 არაგველის მემორიალთან. სიმბოლურად დაინთება სამასი სანთელი. გიწვევთ ყველას რათა დანთებული სანთლით და წითელი ღვინით პატივი მივაგოთ 1795 წელს გმირულად დაცემულ წინაპართა ხსოვნას, რომელთაც ყველაზე ძვირფასი-სიცოცხლ დათმეს ქვეყნის მომავლისთვის და ნათელი პირებით წარდნენ გმირი წინაპრების წინაშე

მსგავსი თემები