მსოფლიოში ერთ-ერთმა უდიდესმა ვულკანმა ამოფრქვევა დაიწყო (ვიდეო) 

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოდან 60 კილომეტრში, გარადაღის რაიონში 23 სექტემბერს, დილის საათებში, მსოფლიოში სიდიდით მეორე ვულკანის, ოტმან ბოზდაგის ამოფრქვევა დაფიქსირდა. ცეცხლის ალის სიმაღლე 200-300 მეტრს აღწევს.

​როგორც აზერბაიჯანის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ვულკანის ამოფრქვევიდან ერთ საათში მეორე ამოფრქვევა დაფიქსირდა, რომელიც ამ დრომდე მიმდინარეობს. ბუნებრივი კატაკლიზმის ეპიცენტრში მიწაზე, 40 მეტრის სიღრმის ნაპრალები შენიშნეს.

ოტმან ბოზდაგი სოფლებს – სანგაჩალსა და გობუსტანს შორის მდებარეობს. ბოლოს მან 2017 წლის 6 თებერვალს გაიღვიძა 50 წლიანი ძილის შემდეგ. ვულკანის წინამორბედი ამოფრქვევა 1965 წელს დაფიქსირდა.

მსგავსი თემები