მიწისძვრიდან 248 საათის შემდეგ მაშველება ნანგრევებიდან  17 წლის გოგო ცოცხალი ამოიყვანეს

თურქეთში, დამანგრეველი მიწისძვრიდან 248 საათის შემდეგ მაშველება ნანგრევებიდან  17 წლის გოგო ცოცხალი ამოიყვანეს.

ალეინა ოლმესმა ქალაქ კაჰრამანმარაში, ნანგრევებში 10 დღე გაატარა.

“როგორც ჩანს ჯანმრთელი იყო, თვალები გაახილა და დახუჭა. უკვე ერთი კვირაა ამ შენობაში ვმუშაობთ… ბედნიერები ვართ, როცა ცოცხალ არსებას ვპოულობთ, თუნდაც კატას”, – განუცხადა  AFP-ს ადგილზე მომუშავე პირმა.

ბოლო მონაცემებით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 38 044-მდე გაიზარდა.

მსგავსი თემები