“თუ მელია იქნება მერობის კანდიდატი, ჩვენი მხარდაჭერა არ ექნება” – ლევან იოსელიანი

“ოპოზიციაში ხან ერთმანეთს ედავებიან, ხან ეფერებიან, ეგ არ არის ჩემი საქმე – ვიცი, რომ თუ მელია იქნება მერობის კანდიდატი, ჩვენი მხარდაჭერა არ ექნება”, – ასე ეხმიანება “მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერი, ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომ ნიკა მელია ვერ იქნება გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი.

მისი თქმით, არ იცის ოპოზიციაში რა პროცესები მიდის, რადგან დიდი ხანია მათთან “მოქალაქეები” აღარ არიან.

“ხან ერთად არიან, ხან – იყოფიან, ხან ერთმანეთს ედავებიან, ხან – ეფერებიან, ეგ არ არის ჩემი საქმე. ერთადერთი, ვიცი ის, რომ მელია თუ იქნება მერობის კანდიდატი, ჩვენი პარტიის მხარდაჭერა მას არ ექნება,”- განაცხადა იოსელიანმა.

მსგავსი თემები