რატომ აიღეს ქანდაკება “ყირამალა” – ბულვარის ადმინისტრაცია განმარტებას აკეთებს

  •  

ბათუმის ახალ ბულვარში ქანდაკება “ყირამალას” აღებასთან დაკავშირებით განცხადებას ბულვარის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ქანდაკება სრულად ამორტიზირდა და მისი მოხსნის მიზეზიც ეს გახდა.

ბულვარის ადმინისტრაციის განცხადებით, მომდევნო წლისათვის აღნიშნული ქანდაკების ზუსტი ანალოგი დამზადდება:

“ვეხმაურებით მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას, ახალ ბულვარში მდებარე ქანდაკების “ყირამალა” დაზიანების შედეგად მოხსნასთან დაკავშირებით. როგორც თქვენთვის არის ცნობილი, აღნიშნული ქანდაკება  ბათუმის ბულვარში 2009 წელს განთავსდა, რომლის ავტორიც გახლავთ მოქანდაკე გელა წულაძე.

ვინაიდან, წლების მანძილზე ქანდაკება სრულად ამორტიზირდა, ფაქტობრივად მისი რესტავრირება აღდგენას არ ექვემდებარებოდა, რის შედეგადაც  კონსტრუქცია ადგილიდან მოიხსნა და დასაწყობდა. ავტორთან მოლაპარაკების საფუძველზე, მომდევნო წლისათვის აღნიშნული ქანდაკების ზუსტი ანალოგი დამზადდება, რომლის ხარჯთაღრიცხვაც სსიპ “ბათუმის ბულვარის” 2022 წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული,” – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები