კორონავირუსით 1433 ადამიანი დაინფიცირდა

  •  

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 024 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 185 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 839 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 433 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  308 834-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 28 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.94%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 4.54%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.72%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 160 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 289 976-მდე.

მსგავსი თემები