ერთ დღე-ღამეში ვირუსით 18 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 095 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 433 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 904 შემთხვევა, აჭარა – 146, იმერეთი – 79, ქვემო ქართლი – 54, შიდა ქართლი – 39, გურია – 31, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 99, კახეთი – 45, მცხეთა-მთიანეთი – 28, სამცხე-ჯავახეთი –  8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.

მსგავსი თემები