საქართველო „კოვიდ პასპორტების“ გაცემას დაიწყებს

საქართველო ე.წ. კოვიდ პასპორტების დანერგვაზე გადავა. როგორც ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა იმ პარამეტრებზე, რაც ე.წ. პასპორტში უნდა აისახოს.

„კოვიდ პასპორტებს ნამდვილად განვიხილავთ. მიმდინარეობს მუშაობა იმ ძირითად პარამეტრებზე, რაც აისახება კოვიდ პასპორტში – ეს იქნება აუცილებლად ვაქცინაციის ისტორია, იქნება გადატანილი დაავადების ისტორია და რიგ შემთხვევაში, იქნება PCR ტესტის პასუხი. აქედან გამომდინარე, მიდის ამაზე მუშაობა და ვფიქრობ, მოკლე ხანში, უკვე რეალურად დაინერგება ეს პრაქტიკაც,”- განაცხადა თამარ გაბუნიამ მედიასთან.

მსგავსი თემები