3-დან 12 მაისის ჩათვლით, საბაგირო გზაც არ იმუშავებს – მერიის განცხადება

თბილისის მერიის ინფორმაციით, ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა საბაგირო გზაზეც გავრცელდება.

„ამ პერიოდის განმავლობაში, მუნიციპალური ავტობუსები და თბილისის მეტრო, ასევე, ბაგები-უნივერსიტეტის დამაკავშირებელი საბაგირო გზა მგზავრებს ვერ მოემსახურება. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 4-11 მაისი საქართველოში უქმე დღეებად არის  გამოცხადებული, რაც მობილობის შემცირებას ისახავს მიზნად. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა 3-დან 12 მაისის ჩათვლით, თბილისის გარდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით შეიზღუდება“ – აცნობეს „მედიაცენტრ მთავარს“ თბილისის მერიიდან.    

მსგავსი თემები