აღდგომის ღამესთან დაკავშირებით სამღვდელოება ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს მართავს

ექნებათ თუ არა მორწმუნეებს შესაძლებლობა აღდგომის ღამეს ტაძარში შეხვდნენ, ამ ეტაპზე უცნობია. ეს მას შემდეგ გადაწყდება, რაც ეკლესიასა და ხელისუფლებას შორის დაწყებული მოლაპარაკებები დასრულდება.

როგორც მეუფე ნიკოლოზი განმარტავს, აღდგომის ღამეს რეგულაციების მოხსნასთან დაკავშირებით ხელისუფლებასთან აქტიური მსჯელობა მიმდინარეობს.

“მიმდინარეობს მოლაპარაკება ხელისუფლებასთან, რომ მაქსიმალურად იქნას გათვალისწინებული პანდემიის გამო ჯანდაცვის მოთხოვნები. არც მწვადი უნდა დაიწვას და არც შამფური.  გათვალისწინებული უნდა იყოს ხალხის ინტერესი, რადგან ბევრი ადამიანია, ვისაც ეკლესიაში მოსვლის სურვილი აქვს”, – განმარტავს მეუფე.

მსგავსი თემები