შიდა ქართლში „ბორდერიზაციის“ პროცესი განახლდა

შიდა ქართლში, სოფელ ტახტიძირთან და დირბთან, ოკუპანტებმა ე.წ. ახალი საზღვრის მონიშვნა დაიწყეს. „საზღვრის“ სადემარკაციო სამუშაოები გუშინ განახლდა.

„ჩვენი ინფორმაციით, ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 5, 7, 10 მეტრია გადმოწეული. რაც იმას ნიშნავს, რომ მალე ახალი მავთულხლართები გაიბმევა“, – ამბობს  ანტისაოკუპაციო მოძრაობის – „ძალა ერთობაშია“ წარმომადგენელი მიხეილ ბალიაშვილი.

საოკუპაციო ძალებმა ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები ჯერ კიდევ, გასულ წელს აღმართეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განმარტავენ რომ, ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას ევროკავშირის მონიტორინგის მისია ფლობს და ამოქმედებულია ცხელი ხაზი. „ბორდერიზაციის“ შესახებ, საქმის კურსში არიან, საერთაშორისო პარტნიორებიც.

მსგავსი თემები