კოვიდინფიცირებული კლინიკიდან გადახტა

​კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი, რომელიც ქუთაისში, ჩხობაძის სახელობის კლინიკაში მკურნალობდა, ფანჯრიდან გადახტა.  მამაკაცი გარდაიცვალა.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, პაციენტი შვილთან ერთად მკურნალობდა და ის კლინიკაში 5 დღე იმყოფებოდა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

მსგავსი თემები