ხვალ, საქართველოში ევროპის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ჩამოვა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ხვალ საქართველოში ჩამოდის. როგორც პრეზიდენტმა ქართულ პოლიტიკურ სუბიექტებს განუცხადა, ე.წ. ისტორიულ დოკუმენტზე ხელმოწერას პირადად, საქართველოში მიულოცავს.  

„მაქვს პატივი, გამოვაცხადო, რომ ხვალ ჩამოვალ საქართველოში, რადგან შევხვდე თითოეულ თქვენგანს, რათა გამოვხატო პატივისცემა და თქვენთან ერთად განვიხილო, როგორ გადავდგამთ შემდეგ ნაბიჯებს ერთად, რომ გავაძლიეროთ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები. მოუთმენლად ველი თქვენთან შეხვედრას ხვალ“,- განაცხადა შარლ მიშელმა.

შეგახსენებთ, რომ ორბელიანების სასახლეში,  პოლიტიკურმა სუბიექტებმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტზე „საქართველოს სამომავლო გზა“ ხელი მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონიალს შარლ მიშელი სოციალური ქსელით ადევნებდა თვალს და სიტყვითაც მიმართა.

დოკუმენტს, ამ ეტაპზე პრო პოლიტიკური სუბიექტის – „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქარათველოს“ ხელმოწერა აკლია.

მსგავსი თემები