აშშ ინდოეთში დამცავ საშუალებებს, ვაქცინის დასამზადებელ მასალასა და ექიმებს გაგზავნის – ეპიდაფეთქება ქვეყანაში

კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი მსოფლიოში უკვე 147 მილიონს აჭარბებს.

ინდოეთში ურთულესი ეპიდემიოლოგიური ვითარებაა. ქვეყანას სამედიცინო აღჭურვილობას ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი გაუგზავნის. ინდოეთის დახმარების შესახებ განცხადება გაავრცელა აშშ-ს პრეზიდენტმაც. ქვეყანა მზადაა ინდოეთში დამცავ საშუალებებთან ერთად ვაქცინის დასამზადებელი მასალა და ექიმებიც კი მიავლინოს.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ ზაფხულში, ამერიკის შეერთებული შტატების აცრილი მოქალაქეები ევროკავშირში მოგზაურობას შეძლებენ. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა “ნიუ-იორკ თაიმსთან” განაცხადა.

კოვიდპანდემიისგან დაზარალებული ეკონომიკის სტიმულირებისთვის კი იტალიამ 222 მილიარდ-ევროიანი ფინანსური პაკეტის გამოყოფა დააანონსა.

მსგავსი თემები