„სოლიდარობის აქცია ნინუცა მაყაშვილს“ – რუსთაველის თეატრთან მობილიზებულია პოლიცია

  •  

რუსთაველის ეროვნულ თეატრთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული. თეატრის მიმდებარედ, დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი – “გილდიას” წევრები აქციას მართავენ და ნინუცა მაყაშვილს სოლიდარობას უცხადებენ.

ადგილზე დაპირისპირებაც მოხდა. ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა აქციის მონაწილეებმა და მსახიობებს შორის მოხდა.

როგორც მსახიობები განმარტავდნენ, ბესო ზანგური, რომელსაც ყოფილი მეუღლე ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს, ყველა სპექტაკლიდან მოხსნილია და სხვა, ამ ეტაპზე რუსთაველის თეატრს არაფერი შეუძლია.

„ყველაფერი გადავიდა რობერტ სტურუაზე, თითქოს მან წაახალისა ბესო ზანგური. მოხსნილია ეს კაცი ყველა სპექტაკლიდან, იურიდიულად რაც შეუძლია გააკეთოს თეატრმა, უკვე გააკეთა. თუ აღიძრება სისხლის სამართლის საქმე და ეს კაცი დამნაშავედ გამოცხადდება, რუსთაველის თეატრი მიიღებს კიდევ უფრო მეტ გადაწყვეტილებას“ – აცხადებენ მსახიობები.

შეგახსენებთ, რომ ნინუცა მაყაშვილმა ყოფილი მეუღლე ბესო ზანგური ფიზიკურ ძალადობაში ამხილა. როგორც მაყაშვილმა განაცხადა, მასზე ზანგური ფეხმძიმობის პერიოდშიც ძალადობდა.

მსგავსი თემები