,,ნიკანორ მელია, ონჯღორე სი! ხაბე და მისი დაჯგუფების ასაყირავებელი რომ გახდები”- ირაკლი ზარქუა

,,ნიკანორ მელია, ონჯღორე სი! ხაბე და მისი დაჯგუფების ასაყირავებელი რომ გახდები. ახია შენზე და იმსახურებ ამას ყველაფერს,”- ასე ეხმიანება უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა ”ნაციონალურ მოძრაობაში” განვითარებულ მოვლენებს.

მისი თქმით, ნიკა მელია ღირსია ლევან ხაბეიშვილის ”გადაყენებული” დაერქვას. როგორც ზარქუა აღნიშნავს, უპრინციპოების და უთავმოყვარეების თავშესაფარი არ არის პოლიტიკა.

,,ნიკანორ მელია, ონჯღორე სი! ხაბე და მისი დაჯგუფების ასაყირავებელი რომ გახდები. ახია შენზე და იმსახურებ ამას ყველაფერს! 2012 წლის მერე, იმ კასრების ფაილების ნახვის შემდეგ, სადაც უამრავ დანაშაულებთან და სისაძაგლესთან ერთად, მსოფლიომ ნახა როგორ ედგათ ნარები მწვალებელთა პარტიას და იქ ადამიანებს რას უშვებოდნენ და ამ საშინელებების ჩასადენად სამეგრელო ქონდათ შერჩეული! სამეგრელო, რომელიც თავისი კულტურით, ტრადიციით, ისტორიით, ბრძენი ხალხით, სტუმარ- მასპინძლობით და ვაჟკაცობით გამორჩეული კუთხე! ამ კადრების და ამ ფაქტის ნახვის მერე როგორ შეგეძლო ზუგდიდელ კაცს, ამ მწვალებლებთან რამე საერთო გქონოდა?! რამე შეხებაში ყოფილიყავი ნაციონალურ მოძრაობასთან?! ამიტომაც ღირსი ხარ რომ ხაბეს გადაყენებული დაგერქვას შენ და ასე გაბრძანდე ქართული პოლიტიკიდან! უპრინციპოების და უთავმოყვარეების თავშესაფარი არ არის პოლიტიკა”,– წერს ირაკლი ზარქუა.

,,ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულ ლიდერებთან ერთად ვითხოვთ, პარტიაში ჩატარდეს თავმჯდომარის ახალი არჩევნები”- ირაკლი ნადირაძე – (mcm.ge)

მსგავსი თემები