“IRI-ის კვლევაც ამბობს, რომ ბოიკოტს უკვე აზრი აღარ აქვს” – ალეკო ელისაშვილი

დარწმუნებული ვარ, 60%-ზე გაცილებით მეტი ადამიანი იქნება, ვინც ფიქრობს, რომ ბოიკოტი უნდა დასრულდეს”-ასე აფასებს პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი “აირაის” კვლევას, სადაც აღნიშნულია, რომ მოქალაქეების 60% არ უჭერს მხარს ოპოზიციური პარტიების მიერ საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტირებას.

როგორც ალეკო ელისაშვილი ჟურნალისტებთან აცხადებს, ოპოზიციის ბოიკოტი უნდა დასრულდეს, ვინაიდან მას აზრი არ აქვს.

“IRI-ის კვლევაც ამბობს, რომ პოლარიზაცია დასასრულებელია, ბოიკოტს უკვე აზრი აღარ აქვს. ამას უნდა მიხვდეს ყველა. რეალობის აღქმა, რეალობისთვის თვალის გასწორება თუ არ შეგიძლია, ესე იგი ძალიან ცუდი პოლიტიკოსი ხარ. დარწმუნებული ვარ, 60%-ზე გაცილებით მეტი ადამიანი იქნება, ვინც ფიქრობს, რომ ბოიკოტი უნდა დასრულდეს. ხალხის რეალურ პრობლემებზე უნდა საუბრობდნენ”,-აცხადებს ელისაშვილი.

მსგავსი თემები