„9 აპრილის გაგრძელებაა 20 ივნისი, 9 აპრილის ტრაგედიის მომტანები, ის ძველი „გკბ -ეშნიკები“ ახლა ხელისუფლებაში სხედან“ – მალხაზ მაჩალიკაშვილი „ჯაპანას“

„მე არ ვიცი ვინ ხარ ჯაპანა, მართალი გითხრა არც მაინტერესებს, მაგრამ ერთს გეტყვი 9 აპრილი არაა მარტო შენი, იქ მდგომი ადამიანებისაა, იმ ახალგაზრდების, იმ 9 აპრილის გაგრძელებაა  და მათი პროტესტის, იქ ვისაც თვალები დასთხარეს და სულით დაასახიჩრეს,“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში მალხაზ მაჩალიკაშვილი წერს.

მალხაზ მაჩალიკაშვილი მსახიობს  20 ივნისს ახსენებს:

„შენი მტრის რუსი გავრილოვის გამპროტესტელები დგანან, იქ, ჩემი კარავიც დგას და იქ სხვადასხვა ამ ხელისუფლების უსამართლობის გამპროტესტელების ხალხის კარვებიც დგას .

მე ასე გეტყოდი შენ პირადად, დარწმუნებული ვარ შენივე ჭერქვეშ შენივე ოჯახში ხარ აყროლებული, ამაში დარწმუნებული ვარ არა მარტო ჰიგიენურად, არამედ სულით ხარ აყროლებული, შენ ვის რა უნდა წაართვა შე მართლა აყროლებულო, წასართმევი აგერ აფხაზეთი და სამაჩაბლო გაქვს, წადი და წაართვი, პირველი მე გამოგყვები.

წასართმევი ბიძინა ივანიშვილისგან გვაქვს ქვეყანა, რომელსაც რუსეთს აბარებს მას წაართვი და ნუ იმუქრები უაზროდ, 9 აპრილი შენი არაა, ის ქვეყნის ტრაგედია იყო და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია პროტესტის გამოხატვის ადგილია.

და ბოლოს კაი ბიჭი ხარ იქ, დგას ჩემი კარავი, ერთი მზერა იმ კარვისკენ მერე მე განახებ აყროლებას, შე მართლა აყროლებულო.

9 აპრილის ტრაგედიის მომტანი ქვეყნისთვის ის ძველი გკბ -ეშნიკები ახლა ხელისუფლებაში სხედან, ვოლსკის თუ ხაინდრავების სხით და კიდე სხვა უამრავი, მათ წაართვი პარლამენტი თუ ქვეყნის ტკივილი გტკივა,“ – წერს მაჩალიკაშვილი სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები