რუსუდან კერვალიშვილი საპატიმროს დღეს დატოვებს

  •  

„ცენტრ პოინტის“ დამფუძნებელს რუსუდან კერვალიშვილს პენიტენციურ დაწესებულებიდან დღეს გაათავისუფლებენ. მან დაკისრებული სასჯელი სრულად მოიხადა, შესაბამისად,  რუსთავის ქალთა მე-5 დაწესებულებას დღეს დატოვებს.

რაც შეეხება „ცენტრ პოინტის“ კიდევ ერთ დამფუძნებელს და რუსუდან კერვალიშვილის დას, მაია რჩეულიშვილს, ის საპატიმროში რჩება, რადგანაც დაზარალებული მენაშენეები საპროცესო შეთანხმების წინააღმდეგნი არიან და აცხადებენ, რომ სასჯელი ბოლომდე უნდა მოიხადოს.

მსგავსი თემები