„ვინც არ არის თოჯინა, პარლამენტში არ ზის“ – კახა ოქრიაშვილი

კახა ოქრიაშვილი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით შეფასებებს აკეთებს და აცხადებს, რომ მმართველი გუნდი თოჯინების თეატრს დაემსგავსა.  

„პოლიტიკა პარლამენტში არ კეთდება, პოლიტიკა კეთდება ქუჩაში, მოსახლეობის მიერ. ჩვენი პარლამენტი და „ქართული ოცნება“ ჰგავს თოჯინების თეატრს, ყველას ძაფი აქვს მობმული. ვინც არ არის თოჯინა, პარლამენტში არ ზის! დღეს პოლიტიკურ სპექტრს დავყოფდი სამ ნაწილად: „ქართული ოცნება“, ოპოზიცია და ფსევდო-ოპოზიცია. რეალური ოპოზიცია დღეს პარლამენტში არ არის. ფსევდო-ოპოზიცია კი არის ის ოთხი ადამიანი, ვინც ადრე „პატრიოტთა ალიანსში“ იყო, მერე თქვეს, მანდატები ვიყიდეთო და „ევროპელი სოციალისტები“ დაირქვეს, ასევე, „ოცნების“ ნაწილია პარტია „მოქალაქეები“ და ახლა, „გირჩის“ ე.წ. განაყარის ასარჩევია, საით ჩაეწერებიან საბოლოოდ“ – აცხადებს ოქრიაშვილი.  

მსგავსი თემები