„ოცნებამ“ ამერიკის სენატიდან გაიგო, რომ ქვეყანაში არსებობს ღრმა პოლიტიკური კრიზისი” – კახა ოქრიაშვილი 

პარლამენტის ყოფილი წევრის, კახა ოქრიაშვილის განცხადებით, ქვეყანაში ღრმა პოლიტიკური კრიზისი არსებობს და ამის შესახებ მმართველმა გუნდმა სენატიდანაც გაიგო.   

„მიხეილ სააკაშვილი არ არის უფრო მნიშვნელოვანი პიროვნება, ვიდრე ჩვენი ქვეყანა და ქვეყნის მომავალი. ასეთ ჩანაცვლებებს აბსოლუტურად ვერ დავეთანხმები! ჩვენ, ოპოზიციას გვაქვს ორი ძირითადი მოთხოვნა – ეს არის ახალი საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულ პირობებში ჩატარება და პოლიტიკური პატიმრების გამოშვება. „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ პოლიტპატიმრები არ გვყავს, თუმცა სენატში ყველა იმაზე საუბრობს, რომ საქართველოში პოლიტიკური პატიმრების არსებობა ქვეყნის დიდი პრობლემაა. „ოცნებამ“ ამერიკის სენატიდან გაიგო, რომ ქვეყანაში არსებობს ღრმა პოლიტიკური კრიზისი. თუმცა, არამარტო პოლიტიკური, არამედ უკვე რვა წელია, ვიმყოფებით კიდევ უფრო უარეს ეკონომიკურ კრიზისში, რაც იმით არტის გამოწვეული, რომ „ქართული ოცნება“ ვერ მართავს ქვეყანას. თოჯინები ქვეყანას ვერ მართავენ“ – აცხადებს ოქრიაშვილი.  

მსგავსი თემები