კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 1.92 პროცენტს შეადგენს

  •  

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 1.92 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე.

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 1.93 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის –1.59 პროცენტი.

საქართველოში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 450 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 254 პაციენტი, რვა კი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები