“აშშ-მა მეტად ხილული და თვალსაჩინო როლი უნდა ითამაშოს საქართველოსთან მიმართებაში” – დევიდ კრამერმა და იან კელიმ ონლაინკონფერენციაზე პოლიტიკურ კრიზისზე იმსჯელეს

საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე იმსჯელეს ონლაინ კონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ დევიდ კრამერმა და ყოფილმა ელჩმა საქართველოში იან კელიმ.

მათი თქმით, სენატში საქართველოს შესახებ გამართული მოსმენა კიდევ ერთხელ აჩვენებს თუ როგორი მნიშვნელოვანია საქართველო ამერიკისთვის. ონლაინ შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად შეერთებულმა შტატებმა ძალისხმევა უნდა გააძლიეროს.

“სენატში საქართველოს შესახებ გამართული მოსმენა ერთგვარი სიგნალია. კარგია, რომ შტატების ყურადღება აქცენტირებულია საქართველოსკენ. იმედი გვაქვს, საქართველო დარჩება დემოკრატიის კუნძულზე. ამერიკამ მეტი უნდა გააკეთოს საქართველოსთან მიმართებაში, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი გადაიჭრას. უნდა გაიზარდოს შტატების ჩართულობა პროცესებში. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენთვის საქართველო შავი ზღვის რეგიონში სტრატეგიული მნიშვნელობისაა. საქართველოს სამხედროები ავღანეთის სხვადასხვა მისიებში მონაწილეობენ. ქვეყანა გამოხატავს მტკიცე ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ამის ფონზე ვხედავთ, რომ საქართველოში ერთპარტიული პარლამენტია. ეს სიტუაცია შეცვლას საჭიროებს. იმედი მაქვს, ბატონი დანიელსონის მეორე ვიზიტი შედეგს გამოიღებს. ოპოზიციის ბოიკოტმა ქვეყანაში კიდევ უფრო დიდი კრიზისი შექმნა. ამერიკამ მეტად ხილული და თვალსაჩინო როლი უნდა ითამაშოს საქართველოსთან მიმართებაში. ღია უნდა დარჩეს საქართველოსთვის კარი, რომ ქვეყანა გახდეს ევროკავშირისა და ნატოს წევრი. ოკუპირებული ტერიტორიები ვეტო გახდა ქვეყნის ნატოში გაწევრიანებისთვის. ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის,” – განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ დევიდ კრამერმა.

აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი ამბობს, რომ პოლიტიკური კრიზისი საქართველოში დაუყოვნებლივ უნდა გადაიჭრას:

შტატები მხარს უწერს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. საქართველოში ერთპიროვნული მმართველობაა. თუ გადავხედავთ საქართველოს ისტორიას, ყოველთვის იყო ასეთი ტენდენცია. გავიხსენოთ გამსახურდია, შევარდნაძე, სააკაშვილი. ჩვენ ვხედავთ ძალიან არადასავლურ მმართველობის სტილს მთავრობაში. აუცილებელია იარსებოს პლურალისტულმა პარლამენტმა. აუცილებელია პარლამეტში გავიგოთ ოპოზიციის ხმა. თუ გვსურს დემოკრატია ამისთვის ბევრი რამ უნდა გაკეთდეს. იმედი მაქვს ახალი ადმინისტრაციის მხრიდან მეტი ჩართულობა იქნება მიმდინარე პოლიტიკურ პროცესში. ქართველი ხალხი არ უნდა იტანჯებოდეს პოლიტიკური კრიზისის გამო. ეს სიტუაცია დაუყონებლივ უნდა გადაიჭრას,”- აღნიშნა იან კელიმ.

მსგავსი თემები