“ეს არის ნაბიჯი უკან, როგორც ხელისუფლებისთვის, ისე ოპოზიციისთვის” – ჯორჯ კენტი

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ჯორჯ კენტმა სენატში გამართულ მოსმენაზე განაცხადა, რომ ეუთომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნები შეაფასა, როგორც კონკურენტუნარიანი, მაგრამ არსებული მდგომარეობა საზოგადოების ნდობას ამცირებს. 

“იმ ამომრჩევლებს, რომლებმაც ოპოზიციას მისცეს ხმა, სურთ დაიკავონ [ოპოზიციონერებმა] თავიანთი ადგილები საქართველოს პარლამენტში. ეს არის ნაბიჯი უკან ქართული დემოკრატიისთვის, როგორც “ქართული ოცნებისთვის”, ისე ოპოზიციისთვის, რომელმაც დაკარგა საშუალება მომხდარიყო პროცესის დეესკალაცია.

როგორც საქართველოს მეგობარმა, ამერიკამ უნდა ილაპარაკოს გულახდილად, განსაკუთრებით მმართველ პარტიასთან, რომ არ მოხდეს გადახვევა იმ გზიდან, რომელიც საქართველოს ხალხმა აირჩია. დასავლეთთან ინტეგრაცია გახლავთ გამოწვევებით აღსავსე გზა და ეს გულისხმობს ვალდებულებებს ერთიანი ღირებულებების, დემოკრატიული ნორმების. საქართველოს პოლიტიკური ლიდერები და სხვა ძალები უნდა მუშაობდნენ იმისთვის, რომ მოგვარდეს ეს კრიზისი. მოლაპარაკებებში წარუმატებლობა ძირს გამოუთხრის საქართველოს დასავლურ მისწრაფებას. საქართველოს პარტნიორებმა უნდა მონახონ დამატებითი საშუალებები დამატებითი დახმარების აღმოსაჩენად“, – განაცხადა ჯორჯ კენტმა.

მსგავსი თემები