გარდაცვლილი ექთნის ოჯახს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს

ახალციხეში, ვაქცინაციის შემდგომი გართულებით გარდაცვლილი 27 წლის ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახს დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი მიენიჭა. როგორც ოჯახის ინტერესების დამცველმა ვახტანგ ბარამაშვილმა „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, ოჯახს შესაძლებლობა ეძლევა, ყველა მასალას სრულად გაეცნოს.

„დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი გვაძლევს საშუალებას გავეცნოთ გამოძიების მასალებს. ასევე ვითხოვთ, იმუნოლოგიის ცენტრში შენახულ სისხლის ნიმუშს ჩავუტაროთ ექსპერტიზა. ეს ინფორმაცია მივაწოდეთ გამოძიებას, რომ ნიმუში ინახებოდა. გამოძიებამ განჩინება უკვე გაამზადა ამ ნიმუშის ამოსაღებად“ – გვითხრა ადვოკატმა.

მსგავსი თემები