,,შეერთებული შტატები გიღებთ ისეთებს, როგორიც ხართ”- აშშ-ს საელჩო ლგბტქი+ საზოგადოებას

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო განცხადებას ავრცელებს და ლგბტქი+ თემს მიმართავს. საელჩოს განცხადებით, შეერთებული შტატები დგას მსოფლიოში ლგბტქი+ ადამიანების გვერდით მათ მიმდინარე ბრძოლაში დისკრიმინაციისა წინააღმდეგ.

„ამ თვეში ჩვენ შევახსენებთ ლგბტქი+ საზოგადოებას, რომ ისინი უყვართ და მათ აფასებენ. შეერთებული შტატები გიღებთ ისეთებს, როგორიც ხართ – ღირსების, პატივისცემისა და მხარდაჭერის ღირსი. დღეს და ყოველდღე შეერთებული შტატები დგას მსოფლიოში ლგბტქი+ ადამიანების გვერდით მათ მიმდინარე ბრძოლაში შეუწყნარებლობის, დისკრიმინაციისა და უსამართლობის წინააღმდეგ“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში, რომელიც საელჩოს ,,ფეისბუქ”გვერდზე გამოქვეყნდა.

მსგავსი თემები