„აიღეთ თქვენი მანდატები, წარმოადგინეთ ხალხი, რომელმაც ხმა მოგცათ“ – მეთიუ ბრაიზა

„ეუთო-მ, აშშ-მა და ევროკავშირმა თქვეს, რომ არჩევნები ხარვეზებით ჩატარდა, თუმცა, იყო კონკურენტული და შესაბამისად, ამ არჩევნების შედეგები გამოხატავდა ქართველი ამომრჩევლის ნებას. ცუდია თუ კარგი,  ეს უკვე მომხდარი ფაქტია“, – აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე მეთიუ ბრაიზა.

მისი თქმით,  ევროკავშირის წარმომადგენელი კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი აკეთებენ ყველაფერს შეთანხმებას მიაღწიონ, მათ შორის საარჩევნო, მართლმსაჯულების რეფორმაზე და ყველა იმ საკითხზე, რომელსაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ექვსპუნქტიანი გეგმა ფარავს.

„მოვუწოდებ ჩემს მეგობრებს ოპოზიციაში, თქვენ უნდა მოძებნოთ გზები მთავრობასთან მოსალაპარაკებლად, რათა  მუშაობა გაგრძელდეს. აიღეთ თქვენი მანდატები, წარმოადგინეთ ხალხი, რომელმაც ხმა მოგცათ. გააკეთეთ ეს მიუხედავად იმისა, თუნდაც გჯეროდეთ, რომ მთავრობამ არჩევნები მოიპარა. ამას გირჩევთ, რადგან თქვენი უახლოესი მეგობრები ტრანსატლანტიკურ ოჯახში არ ამბობენ, რომ არჩევნები მოიპარეს. ჩვენ უნდა მოვერიდოთ ამას, რომ ოპოზიციის ხელში ინსტრუმენტად ვიქცეთ, იმ შემთხვევაში კი, როდესაც ჩვენ ცალსახად ვუჭერთ მხარს დემოკრატიას და ქართველი ხალხის მისწრაფებას, რომ საქართველო უფრო მეტად იყოს ინტეგრირებული ევროატლანტიკურ სივრცეში“, – აცხადებს ბრაიზა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი უკვე საქართველოშია, რომელიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის პროცესში უნდა ჩაერთოს.  

მსგავსი თემები