„გააკეთეთ ეს, მიუხედავად იმისა, თუნდაც გჯეროდეთ, რომ მთავრობამ არჩევნები მოიპარა“ – მეთიუ ბრაიზა პოზიცია-ოპოზიციას მიმართავს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, მეთიუ ბრაიზა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს და აცხადებს, რომ  ევროკავშირის მიერ კრისტიან დანიელსონის დანიშვნა საქართველოში მედიატორად ფანტასტიურია.

„ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ საქართველოს პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევასა და არსებული კრიზისის დეესკალაციაში. ევროკავშირის მიერ კრისტიან დანიელსონის დანიშვნა საქართველოში მედიატორად ფანტასტიურია. პრეზიდენტ მიშელი ვიზიტიც იყო ძალიან მნიშვნელოვანი, მათ შორის 6-პუნქტის შემუშავება, რომელზეც ოპოზიცია და მმართველი ძალა მოილაპარაკებენ. კრისტიან დანიელსონი არის ხისტი, სამართლიანი და ინტერესიანი დიპლომატი. მას ნამდვილად აღელვებს ის საკითხები, რაზეც მუშაობს. ჩემი აზრით, ეს თვისებები მნიშვნელოვანია, რომ უფსკრულის პირზე მყოფი ორივე მხარე მოლაპარაკებები მაგიდასთან დააბრუნო“, – განაცხადა მეთიუ ბრაიზამ.

როგორც ბრაიზა ფიქრობს, ქართველებს აქვთ მიდრეკილება, რომ უფსკრულს მიუახლოვდნენ, მაგრამ როგორც წესი, ისინი უფსკრულში არ ვარდებიან.

„რაც მთავრობამ გააკეთა, ვგულისხმობ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის ოფისში შეჭრას და პარტიის თავმჯდომარის დაკავებას, არის დიდი და მიუღებელი ესკალაცია. ის უნდა გათავისუფლდეს და ასეთი ქცევა უნდა შეწყდეს, თუ გვინდა, რომ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტები გაგრძელდეს“ – აცხადებს მეთიუ ბრაიზა.

მსგავსი თემები