ამ წუთებში, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელს კრისტიან დანიელსონს ხვდება. შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიმდინარეობს.
დანიელსონი საქართველოში დღეს ჩამოვიდა და მისი ვიზიტის მიზანია ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მედიატორობა დაძაბული პოლიტიკური პროცესების განსამუხტად.
კრისტიან დანიელსონი მედიას 13.00 საათზე შეხვდება და პრესკონფერენციას გამართავს.