„გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომ საქართველოში ვაქცინა შემოვა“ – ჯანდაცვის მინისტრი  

ჯანდაცვის მინისტრის, განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია იმაზე ადრე შემოვა, ვიდრე ქვეყანა ამას ელოდებოდა.

„გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საქართველოში ვაქცინა შემოვა დაჩქარებული ტემპით. თარიღმა გადმოიწია ერთი კვირით. ჩვენ გვაქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ შაბათიდან საქართველოში გვექნება ვაქცინების ეტაპობრივი მოწოდება“ – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისივე განმარტებით, პირველად საქართველო ასტრაზენეკას“ ვაქცინას მიღებს.

„მას შემდეგ, რაც ტვირთი იქნება საქართველოს ტერიტორიაზე და ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას ხვალ და ზეგ მოგაწვდით, მოხდება მისი უსაფრთხო ტრანსპორტირება შესაბამის დაწესებულებებში. „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში, აცრილი იქნება 43 200 ადამიანი, მეორე დოზით ისინი აიცრებიან მას შემდეგ რას მივიღებთ დამატებით „ასტრაზენეკას“ დოზებს. ეს ასევე შეთანხმებულია საბჭოსთან“ – აცხადებს ტიკარაძე.  

მსგავსი თემები