ვაქცინა სავალდებულო არ იქნება და მოსახლეობა თავად გადაწყვეტს, რომელი ვაქცინა გაიკეთოს

ჯანდაცვის მინისტრის, განმარტებით, კორონავირუსის ვაქცინაციას არავინ არავის დააძალებს და პროცესი ნებაყოფლობითი იქნება. მისივე თქმით, ვაქცინაც არჩევითი იქნება და მოსახლეობა ტავად გადაწყვეტს, რომელი წარმოების ვაქცინით აიცრას.

„მოსახლეობის განწყობა დეკემბერთან და იანვართან შედარებით მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული, თუმცა ეს არ არის საკმარისი და კიდევ გვაქვს გარკვეული ღონისძიებები განსახორციელებელი. პირველ რიგში, ეს იქნება ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული კამპანიები. ვაქცინაცია საქართველოში არის ნებაყოფლობითი და ჩვენ ამას ვემხრობით. ასევე ნებაყოფლობითი იქნება ვაქცინის არჩევა და ჩვენს მოქალაქეებს მივცემთ საშუალებას მათ აირჩიონ მათთვის სანდო ვაქცინა, რომელსაც ისინი მეტად ენდობიან“, – განმარტა მინისტრმა ტიკარაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

მსგავსი თემები