შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო საზოგადოებას შეახსენებს, რომ სატრანსპორტო საშუალების ძველი ნიმუშის სახელმწიფო სანომრე ნიშანს იურიდიული ძალა 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით უნარჩუნდება და მოუწოდებს, რომ დროულად მიმართონ მომსახურების სააგენტოს სანომრე ნიშნის შესაცვლელად:
“ვინაიდან, ქვეყნის მასშტაბით მიმოქცევაში დარჩენილია დიდი რაოდენობის ძველი ნიმუშის სანომრე ნიშანი, მომსახურების სააგენტო მოუწოდებს შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეებს, დროულად მიმართონ მომსახურების სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებს სანომრე ნიშნის შესაცვლელად.
აღსანიშნავია, რომ დღეიდან ძველი სარეგისტრაციო ნიშნის მქონე სახელმწიფო ნომრების ახლით შეცვლისას, სავალდებულო აღარ არის სატრანსპორტო საშუალების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში მოყვანა და დათვალიერება, იმ შემთხვევაში თუ დაინტერესებული პირის სახელზე რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალება არ სხვისდება და მისი მონაცემები (მარკა, ძარას ტიპი, ფერი, საწვავის ტიპი, ძრავას ნომერი ან მოცულობა და ა.შ) არ არის შეცვლილი.
გარდა ამისა, დღეიდან მომსახურების სააგენტოს მობილური აპლიკაციის (SAGENCY) საშუალებით, მსუბუქი ავტომობილის მესაკუთრე ფიზიკურ პირს შეუძლია დისტანციურად მოითხოვოს ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის შეცვლა ახლით, იმ შემთხვევაში თუ მის სახელზე რეგისტრირებული ავტომობილი არ სხვისდება და მისი მონაცემები (მარკა, ძარას ტიპი, ფერი, საწვავის ტიპი, ძრავას ნომერი ან მოცულობა და ა.შ) არ არის შეცვლილი.
დისტანციურად შეცვლილი ახალი ნიმუშის სანომრე ნიშნის მიღება შესაძლებელია მთელი ქვეყნის მასშტაბით, შეკვეთისას მითითებულ სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში.
ამ ეტაპზე, დისტანციურად ნომრის შეცვლის სერვისი ვრცელდება მხოლოდ მსუბუქი ავტომობილების ძველი ნიმუშის სახელმწიფო სანომრე ნიშნების ახლით შეცვლისას.
ასევე, გაცნობებთ, რომ მიმიდინარე წლის პირველი მარტიდან მომსახურების სააგენტოს რუსთავის ტერიტორიულ ერთეულში მოქალაქეებს სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციასთნ დაკავშირებული სერვისების მისაღებად შეეძლებათ ანგარიშსწორება აწარმოონ პლასტიკური ბარათის საშუალებით სააგენტოს ოპერატორებთან.
მომსახურების სააგენტო მოუწოდებს მოქალაქეებს, ადგილზე სერვისების მისაღებად გამოცხადდნენ პირბადით, თანმხლები პირების გარეშე,”- ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.