კორონავირუსის შემთხვევების გამო, ქობულეთის მესამე საჯარო სკოლაში დღეიდან სასწავლო პროცესი შეჩერდა.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ცნობით, სკოლაში კორონავირუსით ხუთი მოსწავლე და ცხრა მასწავლებელია ინფიცირებული. ნაწილს ვირუსი გუშინ დაუდასტურდა. ამის გამო, სკოლა დისტანციური სწავლების რეჟიმს დაუბრუნდა.
აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ჯანდაცვის რეკომენდაციების შესაბამისად, სასწავლო პროცესი კლასებში 12 დღეში ან ორ კვირაში განახლდება.