“იქნება ერთსაათიანი გამაფრთხილებელი აქცია” – ვეტერანი მორაგბეები “მედიაცენტრ მთავარში”

  •  

“იქნება ერთსაათიანი გამაფრთხილებელი აქცია, ჩვენ არც არასამთავრობოები ვართ და არც პოლიტიკოსები, ვართ სპორტსმენები, უფლებაშელახული, გამწარებულები, არჩევნების წართმევა უნდათ ჩვენთვის, რომელსაც ჩვენ არ შევეგუებით,” – ამის შესახებ “მედიაცენტრ მთავარში” ვეტერანმა მორაგბეებმა განაცხადეს.

მორაგბეები ამბობენ, რომ კლუბების მოსყიდვის მცდელობა ხდება:

“ახლა შეცვალეს ტაქტიკა, დადიან გუნდებთან და შანტაჟის მაგივრად ენატკბილი საუბრით. პირდაპირ ვიტყვი გუნდების მოსყიდვა. იძახიან ისეთ კოლოსალურ თანხებს, რომელიც 12 წლის განმავლობაში თვით ივანიშვილსაც არ ჩაუდია,”- განაცხადა “მედიაცენტრ მთავარში,” რაგბის კლუბ “ლოკომოტივის” წარმომადგენელი ბობა კვინიხიძე.

რაგბის კლუბის წარმომადგენელი გიორგი ზამბახიძე ამბობს, რომ ირაკლი აბუსერიძის წინააღმდეგ რამდენიმე ადამიანი მოქმედებს, რომლებსაც ძალაუფლების დაკარგვა არ უნდათ. მისი თქმით, არასწორია გამგეობის გადაწყვეტილებაც, რომ კანდიდატებს დარეგისტრირება არჩევნების წინა დღესაც კი შეუძლიათ. ზამბახიძის შეფასებით, ასეთი ვადები არასაკმარისია კანდიდატების საარჩევნო პროგრამის წარსადგენად და მათი სათანადოდ გაცნობისთვის.

შეგახსენებთ, რაგბის კავშირის პრეზიდენტად 30 დეკემბერს ირაკლი აბუსერიძე აირჩიეს, თუმცა ის საჯარო რეესტრმა არ დაარეგისტრირა, მიზეზად დასახელდა ის, რომ კრებაზე, სადაც იგი კავშირის პრეზიდენტად უნდა აერჩიათ, საკმარისი კვორუმი არ იყო. 

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები