რუსეთის ყოფილ საელჩოსთან ოკუპაციას და ადამიანთა გატაცებას აპროტესტებენ

რუსეთის საელჩოს ყოფილ შენობასთან აქცია მიმდინარეობს.  ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ და მოხალისეები ოკუპანტების ტყვეობაში მყოფ ზაზა გახელაძის გათავისუფლებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეები ამ წუთებში მსვლელობით პარლამენტის შენობისკენ დაიძვრნენ და განაცხადეს, რომ შაბათს, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ფართომასშტბიანი აქცია გაიმართება. სხვილოს ციხე სწორედ ის ადგილია, საიდანაც ზაზა გახელაძე გაიტაცეს.

„თავისუფლება ყველა უკანონოდ დაპატიმრებულს საქართველოში“ – ასეთია აქციის მონაწილეთა ლოზუნგი.

„რაც უფრო მეტი აქტიურობა იქნება საზოგადოების მხრიდან, მეტი რეაქცია იქნება მსოფლიო საზოგადოების მხრიდანაც და უფრო მეტი დისკომფორტი შეექმნება რუსეთის მთავრობას, თავისი ძალადობრივი საქმიანობის გამო“, – განაცხადა ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა, რომელი ასევე იყო ოკუპანტების ტყვეობაში.

შეგახსენებთ, რომ  ზაზა გახელაძე 11 ივლისს, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს და მას პატიმრობა 12 წლითა და 6 თვით მიუსაჯეს.

მსგავსი თემები