“თამარ ჟვანია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვეღარ იქნება” – ლევან იოსელიანი

პარტია „მოქალაქეების“ წევრი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე თამარ ჟვანია, იგივე პოზიციაზე მუშაობას ვერ გააგრძელებს.  მისი თქმით, აღნიშნულის გარანტია საარჩევნო სისტემის რეფორმაა, რომელიც ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესს ცვლის.

„ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაცია დაკომპლექტდება განსხვავებული წესით, რაც თავისთავად მოიაზრებს თამარ ჟვანიას აღნიშნული თანამდებობიდან გათავისუფლებას და ახალი თავმჯდომარის არჩევას. ეს რეფორმა გულისხმობს, რომ სხვა წესით უნდა მოხდეს ახალი თავმჯდომარის არჩევა. ახალი თავმჯდომარე თამარ ჟვანია ვეღარ იქნება“ – განაცხადა იოსელიანმა.

საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფ უკვე მუშაობს. ახალი კანონპროექტი პარლამენტმა 2021 წლის მაისამდე უნდა დაამტკიცოს.

მსგავსი თემები