საქართველოს მასშტაბით 8 თებერვლიდან ბაზრობები სრულად დაიწყებს ფუნქციონირებას

  •  

8 თებერვლიდან სრულად დაიწყებს ფუნქციონირებას ბაზრობები. ამის შესახებ პრემიერ- მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.  

პრემიერის თქმით, ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი იძლევა საშუალებას, რომ ქვეყნის მასშტაბით შეზღუდვების შემსუბუქება უფრო სწრაფად მოხდეს. 

“ციფრები საკმაოდ იმედის მომცემია. ჩვენ წინა მთავრობის სხდომაზე ვთქვით, რომ შეზღუდვების შემდგომი შემსუბუქების საკითხი გახდებოდა მსჯელობის საგანი, იმ შემთხვევაში, თუ პოზიტიური დინამიკა იქნებოდა შენარჩუნებული.

მოგეხსენებათ,რომ ინფიცირების ყოველდღიური დადებითობის მაჩვენებელი უკვე ჩამოვიდა 4%-ზე ქვემოთ, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, თამამად მაგრამ ფრთხილად გავაგრძელოთ შეზღუდვების შემსუბუქება, თუმცა ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ რაც უფრო თამადად ვამსუბუქებთ შეზღუდვებს, მით უფრო მეტი პასუხისმგებლობაა თითოეული ჩვენგანის, იმისთვის, რომ აუცილებელი წესები დავიცვათ.

უნდა გვესმოდეს, რომ არაგოვნურლი, არა ფრთხილი სწრაფი შეზღუდვების მოხსნა გაუქმება, არის პირდაპირი გზა ამ შეზღუდვების თავიდან დაწესების, ამიტომ ერთად უნდა ვიზრუნოთ იმისთვის რომ ის მიღწევები, რომელიც გვაქვს ინფექციის მართვის თვალსაზრისით, შევინარჩუნოთ. იმისთვის რომ გაზაფხულის ბოლოს, ზაფხულის დასაწყისში კიდევ უფრო თამამად შევუწყოთ ხელი ეკონომიკას და ტურიზმს, რომ ამოქმედდეს უფრო ეფექტურად, “- განაცხადა პრემირმა მთავრობის სხდომაზე. 

მსგავსი თემები