სესხის საპროცენტო განაკვეთი 80 პროცენტის სუბსიდირება არ შეეხება მხოლოდ რესტორნებს, ასევე სპორტის ინდუსტრიას, სპორტის ობიექტებსა და ასევე კერძო საბავშვო ბაღებს

რაც შეეხება სახელმწიფოს მიერ ორგანიზაციებისთვის და ბიზნესისთვის დაწესებულ მხარდაჭერას, დეკემბერში დამატებით ღონისძიებად მივიღეთ რესტორნებისთვის საბანკო სესხის სუბსიდირების პროგრამა, რომელიც დაიწყო დეკემბრიდან, ამ პროგრამამ აჩვენა საკმაოდ დიდი მოთხოვნა ასეთ შეღავათზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სესხის საპროცენტო განაკვეთის 80%-ის სუბსიდირება არ შეეხება მხოლოდ რესტორნებს, გარდა რესტორნებისა ის შეეხება სპორტის ინდუსტრიის, სპორტის ობიექტებს და ასევე კერძო საბავშვო ბაღებს, რადგან მათი მხრიდანაც იყო საკმაოდ სერიოზული მოთხოვნა. მოგეხსენებათ, რომ ეს იყო ექვსი თვის განმავლობაში საბანკო სესხის პროცენტის 80%-ის სუბსიდირება. დაახლოებით 2000 მომართვა იყო, რაც ნიშნავს, რომ დაახლოებით 2000-მა რესტორანმა მოგვმართა ასეთი შეღავათის გამოყენების თხოვნით, თუმცა გარკვეული ტექნიკური მიზეზების გამო, მოთხოვნები მხოლოდ 420-მა დააკმაყოფილა. დღეს  მივიღებთ გადაწყვეტილებას ამ ტექნიკური მოთხოვნების შესამსუბუქებლად, რათა ამ 2 000-მა რესტორანმა, რომელმაც მოგვმართა, შესძლოს და ისარგებლოს სახელმწიფოს მხარდაჭერის ამ ღონისძიებით. გარდა ამისა, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ ეს ღონისძიება, კიდევ ერთხელ ვიმეორებ სესხის საპროცენტო განაკვეთის 80%-ის სუბსიდირება არ შეეხება მხოლოდ რესტორნებს, გარდა რესტორნებისა ის შეეხება სპორტის ინდუსტრიის, სპორტის ობიექტებს და ასევე კერძო საბავშვო ბაღებს, რამეთუ მათი მხრიდანაც იყო საკმაოდ სერიოზული მოთხოვნა. ეს ის ორგანიზაციებია და ეს ის ბიზნესებია, რომლებიც ასევე პანდემიის შედეგად დაზარალდნენ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები