“მირჩევნია უკან წავიდე ციხეში, ვიდრე ოპოზიციიდან ვიღაც გაქანდეს და შევიდეს პარლამენტში” – ივერი მელაშვილი

„რაკი ამდენი ხალხი შეიკრიბა და გადაწყვიტა, მაშინ უნდა სცე პატივი შენს გადაწყვეტილებას. მე მირჩევნია უკან წავიდე ციხეში, ვიდრე ოპოზიციიდან ვიღაც გაქანდეს და შევიდეს პარლამენტში“, – ამის შესახებ კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულმა ივერი მელაშვილმა განაცხადა.

„მაქვს საფუძველი, რომ ეს ასეც იყოს ანუ სუფთად პოლიტიკური ფონი იყოს, იმიტომ რომ ბატონმა ალეკომაც გააკეთა ესეთი განცხადება, აქცენტი აი პოლიტპატიმრებზე და თითქოს პროკურატურამაც ეს გამოიყენა. ყველაფერი შესაძლებელია.

ცალკე საზოგადოება, ცალკე პოლიტიკოსები, ცალკე მასმედია ყველას მადლობა, მაგრამ ამავე დროს ვფიქრობ, რომ არც მაგის გაუთვალისწინებლობა არ იქნებოდა, რომ ვინმე ოღონდ შეიყვანოს პარლამენტში და ამის გამო, პოლიტიკური ქულების დასაწერად, აი ნახე ივერი მელაშვილი გარეთ გამოუშვეს და ალეკო ელისაშვილისგან გავიგე ასეთი რამ, რომ ეს ჩვენი მოლაპარაკებების შედეგია.

ყველას მადლობა, სწორი საქმისთვის, სიმართლისთვის თქვა, რომ ეს პოლიტიკური პატიმარია და გამოსაშვებია და ასე შემდეგ. მაგრამ აქვე მინდა ვთქვა, რომ ჩემი გამოშვება ციხიდან რომ გახდეს იმის საფუძველი, რომ ვიღაცა ამიტომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღოს და პარლამენტში შევარდეს უკაცრავად ამას ვერ მივიღებ.

რაკი ამდენი ხალხი შეიკრიბა და გადაწყვიტა, მაშინ უნდა სცე პატივი შენს გადაწყვეტილებას. მე მირჩევნია უკან წავიდე ციხეში, ვიდრე ოპოზიციიდან ვიღაც გაქანდეს და შევიდეს პარლამენტში“, – განაცხადა ივერი მელაშვილმა.

მსგავსი თემები