“რა იქნება შემდეგი: „რუსული ბაქო?“ „რუსული თბილისი?“ „რუსული ვილნიუსი?“ „რუსული ვარშავა?“ თუ „რუსული სტრასბურგი?“ – უკრაინის დელეგაცია

  •  

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინული დელეგაციის წევრმა ალექსეი გონჩარენკომ რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების აღიარების საკითხთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე განაცხადა, რომ რუსეთთან დიალოგი შეუძლებელია.

„დონეცკში, უკრაინის დონეცკში, რომელიც დღეს რუსეთის ფედერაციის მიერაა ოკუპირებული, დაგეგმილია ფორუმი „რუსული დონბასი“. ისინი აწყობენ ფორუმს „რუსულ დონბასს“ უკრაინის დონეცკში. რა იქნება შემდეგი? რუსული ბაქო? რუსული თბილისი? რუსული ვილნიუსი? რუსული ვარშავა? თუ იქნებ რუსული სტრასბურგი? ეს არის დიალოგი?

რუსეთის დელეგაციის წარმომადგენელმა ტოლსტოიმ გუშინ მედიას განუცხადა, რომ უკრაინა არის „ფეიკ სახელმწიფო“ – ეს არის დიალოგი? მანამდე კი მან განაცხადა, რომ საქართველო და უკრაინა „მახინჯი გნომები“ არიან. ეს არის დიალოგი?“ – აღნიშნა უკრაინელმა დეპუტატმა.

მისი თქმით, ისინი, ვინც ევროსაბჭოს ღირებულებებს პატივს არ სცემენ, სათანადოდ უნდა დაისაჯონ.

„ჩვენ უნდა დავსაჯოთ ისინი, ვინც ღირებულებების: ადამიანის უფლებებს, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობის აბსოლუტური წინააღმდეგები არიან და დღეს, 47 ქვეყნიდან ამ ღირებულებებს მხოლოდ ერთი ქვეყანა აფურთხებს და ჩემ და სხვების სამწუხაროდ, ეს ქვეყანა რუსეთის ფედერაციაა,“- განაცხადა ალექსეი გონჩარენკომ.

მსგავსი თემები