„ეკლესიამ, საჭიროების შემთხვევაში მოსახლეობას გარეთ გამოსვლისკენ რომ მოუწოდოს, ბევრად მეტი ადამიანი გამოვა“ – მეუფე იაკობი

ბოდბელი ეპისკოპოსის, მეუფე იაკობის განცხადებით, ოპოზიციას ქუჩაში ხალხის გამოყვანა არ შეუძლია. მისი თქმით, შესაძლოა, სასულიერო პირების ჩარევაც გახდეს საჭირო და მათ იმაზე მეტი ადამიანის გამოყვანა შეუძლიათ, ვიდრე მთლიან ოპოზიციას.   

„რასაც ვუყურებ, რთულ სიტუაციაში ვართ და თუ ერთობა გვექნება, ადვილად გამოვალთ და თუ ასე, საზოგადოების პოლარიზება იყო, ეს იქნება ძალიან ცუდი თითოეული ჩვენგანისთვის. დღეს აქ ვინც ვცხოვრობთ, იმათ ყველაზე მეტად გვიჭირს და ღმერთმა მოგვცეს ერთობა და ერთსულოვნება. ჯერ არ არიან ჩამოყალიბებული ეს პოლიტიკოსები პოლიტიკოსებად. სამწუხაროა, ამას რომ ვამბობ.

დიდი ხანია ჩვენს საზოგადოებას ვთხოვ, რომ მოხდეს შერიგება, დიდი შერიგება. აბსოლუტურად, საქართველოს ყველა მოქალაქეს შორის უნდა მოხდეს შერიგება, იმიტომ, რომ ძალიან ბევრს აქვს ერთმანეთზე გულისწყვეტა და ამდენი ხანი გრძელდებოდეს ეს, ვერ განვვითარდებით. მე უბრალოდ, რადგან მინდა, რომ ყველა შერიგდეს, არავის გამოვყოფ და თვითონ ხომ იციან. ოპოზიცია უნდა შევიდეს თუ არა პარლამენტში, ნება მათია, მაგრამ საერთოდ ასე ქუჩაში გამოტანა, ხომ ხვდებიან, რომ ქუჩაში იმდენი ძალა არ აქვთ, ხალხი ვერ გამოჰყავთ. წარმოიდგინეთ, ახლა ეკლესიას რომ დასჭირდეს და ხალხს დაუძახოს, მასე ცოტა ხალხი გამოვა? უბრალოდ საჭირო რომ იყოს და რომ ვთხოვო ხალხს, როგორ გგონიათ რამდენჯერ მეტი გამოვა? იმასაც გვაფიქრებინებენ, რომ ცოტა ისე ჩავერიოთ, მაგასაც მოვიფიქრებთ თუ ასე გააგრძელეს! ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, დაღუპავენ საქართველოს ამ იწილო-ბიწილოში,“ – აღნიშნა მეუფე იაკობმა ჟურნალისტებთან.

მსგავსი თემები