საქართველოში კორონავირუსის 388 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 331 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 388 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამასთან, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა კიდევ 331 პაციენტი.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში კიდევ შვიდი პაციენტი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 267 701 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 260 597 -ს შეადგენს, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 3 406-ია.

ბოლო 24 საათში 16 391 ტესტი ჩატარდა, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტი – 10 091, „პისიარ“ ტესტი – 6 300.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2,37% პროცენტი, ბოლო 14 დღის – 2,7% პროცენტი, ბოლო 7 დღის – 2,4% პროცენტი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 253 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 1 813, კლინიკურ სასტუმროში რჩება 232 პირი.

ამასთან, 18 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 365 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 539 პაციენტი.

მსგავსი თემები