“ახლა ვართ პლატოს პერიოდში” – თამარ გაბუნია

  •  

იანვრის შუა რიცხვებში მაინც იყო მცირედი მატება. ახლა ვართ სტატისტიკურად პლატოს პერიოდში, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ გასული წლის დეკემბერში რეგულაციების შემსუბუქების შედეგების შესახებ საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ყველა შეზღუდვა ერთდროულად ვერ მოიხსნება.

„ეს იყო გარკვეული გამონაკლისი იმისთვის, რომ წინასაახალწლო პერიოდში მოსახლეობას წესების დაცვით ჰქონოდა ოდნავ ამოსუნთქვის საშუალება და ძალიან მკაცრი მონიტორინგი იყო, თუ როგორ მოხდა ოპერირება. მცირედი სტატისტიკური მატება ჩვენ ვნახეთ იანვრის შუა რიცხვებში, თუმცა მალევე ეს დაუბრუნდა ჩვეულ ნიშნულს. ახლა ვართ გარკვეულწილად სტატისტიკურად პლატოს პერიოდში. ყველა შემსუბუქება იქნება ეპიდემიოლოგიური სურათის პასუხად. რისკები, რომლებიც სარესტორნო ბიზნესთანაა დაკავშირებული, უფრო მაღალია, ვიდრე სხვა რისკები. ამდენად, გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდება შედარებით მოგვიანებით ეტაპზე ამ შეზღუდვის მოხსნას, აიხსნება სწორედ თანმიმდევრულობის აუცილებლობით. პირველ რიგში ოპერირების საშუალება უნდა მიეცეს სკოლას, საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რაც განსაკუთრებული ბაზისური საჭიროებაა საზოგადოებისთვის“, – აღნიშნა მან.

მსგავსი თემები