საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე ბადრი ბიწაძე გენერალურ პროკურატურაში იკითხება.
საგამოძიებო უწყებაში ის დავით გარეჯის საქმეზე დაიბარეს.
ცნობილია, რომ სადემარკაციო-სადელიმიტაციო კომისიის ფარგლებში საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვრების შეთანხმების პროცესში, ბიწაძე კომისიის მაშინდელ თავმჯდომარესთან, გიორგი მანჯგალაძესთან ერთად მონაწილეობდა.