პროკურატურამ ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ფარული ჩანაწერები გამოაქვეყნა

  •  

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით სპეციალური ბრიფინგი გამართა, სადაც მოპოვებულ ფარულ ჩანაწერებზე ისაუბრა. როგორ პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა, საქმეზე გამოძიება დასრულებულია და პროცესი სასამართლოში გაგრძელდება.

პროკურორის განცხადებით,  გამოძიების ფარგლებში, ვიდეო და აუდიო ჩამწერი მოწყობილობებით მიმდინარეობდა ფარული საგამოძიები მოქმდებები, მათ შორის, ბრალდებული ივერი მელაშვილის სამუშაო ოთახში.

„გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული იქნა ფარული საგამოძიები მოქმედებები, მათ შორის, საგარეო საქმეთა სამინისტროში, განხორციელდა ბრალდებულ ივერი მელაშვილის სამუშაო კაბინეტის აღჭურვა ფარული ვიდეო და აუდიო ჩამწერი მოწყობილობებით. აღნიშნულის შედეგად, გამოძიებამ მტკიცებულების სახით მოიპოვა ივერი მელაშვილისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმდჯომარის მ.მ-ს შორის გამართული საუბარი, რომელიც რამდენიმე მონაკვეთზე, მათ შორის, დავით გარეჯის მიმდებარედ, საქართველოს ინტერესების საზიანოდ საზღვრის შეთანხმების საკითხს ეხება.

მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია აღნიშნული მტკიცებულებების თაობაზე. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფარული ვიდეო ჩანაწერი მოპოვებულია სასამართლო ნებართვის საფუძველზე. ივერი მელაშვილის სამუშაო კაბინეტში 2020 წლის 28 სექტემბერს, ამ უკანასკნელის დაკავებამდე. ბრალდებულ ივერი მელაშვილსა და მ.მ-ს საუბარი შეეხება საქართველოს საზღვრის რამდენიმე შეთანხმებულ მონაკვეთს“, – განაცხადა პროკურორმა ამირან გულუაშვილმა.

მსგავსი თემები