“ივანიშვილი წავიდა, რომ დარჩეს -ის არის ყველგან: ჩიტში, გვრიტში, არის ტიკარაძეში, გომელაურში” – რომან გოცირიძე

ივანიშვილი წავიდა, რომ დარჩეს – ამბობს ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე.
ოპოზიციონერი საკუთარ “ფორმულას” “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს შემადგენლობის განხილვით ამყარებს:
“შევხედოთ პოლიტსაბჭოს, მან ორ კატეგორიად დაყო მინისტრები, დაცულებად და დაუცველებად, მინისტრებად, რომლებიც ხელშეუხებლები არიან, რომლებიც არიან მისი ალტერეგო, მისი განსახიერება”- ამბობს გოცირიძე „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისი თქმით, ისეთ მინისტრებს, როგორებიც არიან ვახტანგ გომელაური, ირაკლი ღარიბაშვილი, მაია ცქიტიშვილი, ყოველდღიური კომუნიკაცია არ სჭირდებათ ივანიშვილთან, რადგან ისედაც იციან რა უნდა გააკეთონ.

„ივანიშვილის პოლიტსაბჭო არის ნათელი მაგალითი იმისა, ივანიშვილი წავიდა თუ არა. რა არის წასვლის კრიტერიუმი? – აქვს თუ არა მას ზემოქმედება ხელისუფლებაზე და არა ის, რომ ის შუშის სასახლიდან ჭორვილაში გადავიდა ან თბილისიდან საფრანგეთში წავიდა. კრიტერიუმი არის ძალაუფლების ფლობა ან არფლობა. შევხედოთ პოლიტსაბჭოს, მან ორ კატეგორიად დაყო მინისტრები, დაცულებად და დაუცველებად, მინისტრებად, რომლებიც ხელშეუხებლები არიან, რომლებიც არიან მისი ალტერეგო, მისი განსახიერება. როგორც მისი იდეოლოგები იტყოდნენ – ივანიშვილი არის ყველგან, ჩიტში, გვრიტში, არის ტიკარაძეში, არის გომელაურში. დაცული მინისტრები, ასევე, არიან თავდაცვის მინისტრი, ინფრასტრუქტურის მინისტრი ცქიტიშვილი- მისი გამოზრდილი. რომ შევაჯამოთ ივანიშვილის წასვლა არ წასვლა, ყველა მთავარი ბერკეტი მან დაიტოვა, ის, რომ კომუნიკაცია არ იქნება ხშირი და არ იქნება მუდმივი სატელეფონო კავშირი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა არ იცის როგორ უნდა მოიქცეს ან გომელაურმა და ცქიტიშვილმა. არავითარი კავშირი მათ არ სჭირდებათ, როცა საჭირო იქნება, კავშირიც იქნება და კომუნიკაციაც“, – განაცხადა გოცირიძემ.

მსგავსი თემები