ტრამპი ბაიდენის ინაუგურაციის დღეს სამხედრო აღლუმს გამართავს

დონალდ ტრამპი თავის გამოსამშვიდობებელ ღონისძიებას მერილენდის სამხედრო ავიაბაზაზე გამართავს ოთხშაბათს, რამდენიმე საათით ადრე ვიდრე მოხდება მისი მემკვიდრის, ამერიკის 46-ე პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაცია ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის შენობაში. ამის შესახებ ინფორმაციას THE GUARDIAN-ი ავრცელებს.

აღნიშნულ ღონისძიებაზე სამხედროების გარდა აგრეთვე იქნებიან ტრამპის მხარდამჭერები, მისი კაბინეტის უკვე ყოფილი წევრებიც, მათ შორის იქნება ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი. გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპი დიდ, მასშტაბურ აღლუმს არ ჩაატარებს და მას სიმბოლური გამოსამშვიდობებელის სტატუსი ექნება. ამავე დღეს ვაშინგტონში გამართულ პრეზიდენტის ინაუგურაციას კი დონალდ ტრამპი არ დაესწრება.

დამსწრეებს ეკრძალებათ თან ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ქონა.

მსგავსი თემები