ზესტაფონში სანიაღვრე სისტემის მოწესრიგებისა და საკანალიზაციო კოლექტორების გაწმენდის სამუშაოები იწყება

ზესტაფონის მუნიციპალიტეტს წვიმის შედეგად დაგროვილი წყალი აღარ შეაწუხებს და ქუჩები არ დაიტბორება. ზესტაფონის მერიისა და “საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის” თანამშრომლობით სამუშაო პროცესი უკვე დაიწყო.

როგორც მედიაცენტრ „მთავარს“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერმა, კახაბერ მახათაძემ განუცხადა,  საკანალიზაციო კოლექტორების პრობლემა ადგილობრივი მოსახლეობას წლების განმავლობაში აწუხებს.  გაუმართავი სისტემების გამო, წვიმის დროს დაგროვილ წყლის ნაკადს ძველ კოლექტორებში ვერ ატარებს  და ქუჩების გარკვეული მონაკვეთები მუდმივად იტბორება. ასეთ შემთხვევებში, გადაადგილება უჭირთ როგორც ქვეითებს, ისე სატრანსპორტო ნაკადს.

“უახლესი სპეციალური ტექნიკა უკვე ზესტაფონშია და წყალგაყვანილობის სისტემისა და საკანალიზაციო კოლექტორების გაწმენდაზე მუშაობა დაიწყეს. ერთხელ და სამუდამოდ, პრობლემა მოიხსნება”, – განაცხადა  კახაბერ მახათაძემ.

ქალაქის მერმა, თავის მოადგილეებთან ერთად, კომპანიის წარმომადგენლებს პრობლემური მონაკვეთები  დაათვალიერებინა და განსახორციელებელი სამუშაოს გეგმას გაეცნო.
კახაბერ მახათაძე მოსახლეობასაც შეხვდა და მიმდინარე სამუშაოების შესახებ ესაუბრა.

მსგავსი თემები