,,როდესაც უკრაინის დროშა ბრუნდება ტერიტორიაზე, არავის ახსოვს რუსული ფარსი”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,პასუხს აგებს ყველა, ვინც ჩართულია ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესიის ნებისმიერ ელემენტში“- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც უკრაინის დროშა ბრუნდება ტერიტორიაზე, არავის ახსოვს ანექსიების ფარსი.

„ყოველდღე ორჯერ მაინც, დილით და საღამოს, მე ვიღებ ანგარიშებს ჩვენი სამხედროებისგან. ამ კვირაში მოხსენებებში უდიდესი ნაწილი უკავია ჩვენი თავდაცვითი ოპერაციის ფარგლებში მტრისგან გათავისუფლებულ დასახლებულ პუნქტებს. დონეცკის ოლქის ლიმანის გათავისუფლების ამბავი ახლა ყველაზე მეტად გავრცელდა. მაგრამ ჩვენი მეომრების წარმატებები მხოლოდ ლიმანით არ შემოიფარგლება. იცით, ასეთი ტენდენციაა… ცოტა ხნის წინ, ვიღაცამ სადღაც ფსევდორეფერენდუმები გამართა და როცა უკრაინის დროშა ბრუნდება, რუსული ფარსი რაღაც ფურცლებით და რაღაც ანექსიებით არავის ახსოვს. გარდა, რა თქმა უნდა, უკრაინის სამართალდამცავი ორგანოების. რადგან ამაზე პასუხს აგებს ყველა, ვინც ჩართულია ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესიის ნებისმიერ ელემენტში“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მსგავსი თემები