“დროზე შემოიტანონ “ნაციონალებმა” პარლამენტში განცხადება უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით, ნუ თამაშობენ” – ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ მოუწოდა “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებს, რაც შეიძლება სწრაფად მიმართონ პარლამენტს ამგვარი განცხადებით. 

“როდესაც შემოვა “ნაციონალური მოძრაობის” კონკრეტული დეპუტატების მხრიდან განცხადება უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე, ეს განცხადება, რა თქმა უნდა, დაკმაყოფილდება. ასევე, მოვუწოდებ მათ, ნუ გაახანგძლივებენ უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადების შემოტანას, დროზე შემოიტანონ ეს განცხადება “ნაციონალებმა” საქართველოს პარლამენტში, ნუ თამაშობენ,”-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები